სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ სტუმრად „მემფის გრიზლის“ შეხვდა და წააგო – 109:128.
ქართველმა ფოვარდმა სულ რაღაც 3:46 წუთი ითამაშა, მაგრამ გუნდს 9 ქულა შესძინა. სანდრომ თამაშიდან 3-დან 3 ტყორცნა გამოიყენა.
ამ მომენტისთვის „სან ანტონიო“ 21 მოგებითა და 26 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს და 6 თებერვალს, “ატლანტა ჰოუქსის” წინააღმდეგ ითამაშებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings