NBA-ის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის “ტორონტო რაპტორსმა” შინ “იუტა ჯაზი” დაამარცხა – 107:100, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ქართველი კალათბურთელი გახდა.
მამუმ 30 წუთი ითამაშა და 20 ქულა, 6 მოხსნა და ერთი ჩაჭრა დააგროვა. მან 2 ორქულიანი, 4 სამქულიანი და 4 საჯარიმო გამოიყენა.
„ტორონტო“ 30 მოგებითა და 21 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს “მინესოტასთან” გამართავს.




GIPHY App Key not set. Please check settings