სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ის მორიგი შეხვედრა შინ „ჩიკაგოსთან“ ჩაატარა და გაიმარჯვა – 123:107.
ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთი ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო: გუნდს 17 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა. მამუკელაშვილმა ოთხი სამქულიანი, ერთი ორქულიანი და სამი საჯარიმო გამოიყენა.
„ტორონტო“ 31 მოგებითა და 22 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და მორიგ შეხვედრას 9 თებერვალს “ინდიანა პეისერსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
„ორლანდოს“ რიგებში ითამაშა გოგა ბითაძემ. მისმა გუნდმა შინ „ბრუკლინ ნეტსი“ დაამარცხა – 118:98.
ქართველმა 6 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მოასწრო. ბითაძემ სამიდან სამი ორქულიანი გამოიყენა.



GIPHY App Key not set. Please check settings