3-კვირიანი პაუზის შემდეგ, NBA-ში პირველი შეხვედრა გამართა სანდრო მამუკელაშვილმა. ჩვენიანის “მილუოკი ბაქსი” “ოკლაჰომა სიტის” დაუპირისპირდა და 142:115 დაამარცხა.
22 წლის ქართველმა ფორვარდმა 8:54 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. მამუკელაშვილმა 100%-იანი სიზუსტით ისროლა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +6 იყო.
“მილუოკი ბაქსს” 41 მოგება და 25 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.
მოქმედი ჩემპიონი 10 მარტს, “ატლანტა ჰოუქსს” შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings