in

მამუკელაშვილის 7 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი და სან ანტონიოს საოცარი გამარჯვება

სანდრო მამუკელაშვილმა სან ანტონიოში მორიგი მატჩი ჩაატარა. ტეხასელებმა ატლანტა ჰოუქსს უმასპინძლეს და მე-3 პერიოდში 24-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად გამარჯვება მოიპოვეს – 126:118.
სან ანტონიომ პირველ ნახევარში 83 ქულა მიიღო ატლანტასგან, სამაგიეროდ მეორე ტაიმში სუპერდაცვა ითამაშა, მხოლოდ 35 ქულა გაუშვა და ამის წყალობით შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.

მამუკელაშვილმა მოედანზე 19 წუთი გაატარა და 7 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში), 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

სპურსის რიგებში საუკეთესონი დევინ ვასელი და კელდონ ჯონსონი იყვნენ 29-29 ქულით, ამ უკანასკნელმა კი 12 მოხსნაც მიითვალა.

სპურსმა 19 მოგება და 52 მარცხი მოაგროვა და დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა მე-14 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 22 მარტს ნიუ ორლეანს პელიკანსთან ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვირტუსმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა და გალიდერდა

კიტე დაბრუნდა, კვეკვე ფორმაშია: რატომ ითამაშა ხოჭოლავამ – ლეგიონერები