გამთენიისას. ოეკანის გადაღმა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის
“მილუოკი ბაქსი” საკუთარ მოედანზე “ვაშინგტონ ვიზარდს” დაუპირისპირდა და 112:98 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე მხოლოდ 4 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულა და 1მოხსნა მიითვალა.
საუცხოოო შეხვედრა ჰქონდა “მილუოკის” ბერძენ სუპერვარსკვლავს. იანის ანტენტოკუმპომ 33 ქულა, 15 მოხსნა და 11 პასი დააგროვა. იანისთვის ეს კარიერაში 29-ე სამმაგი დუბლია და ამ მაჩვენებლით მან ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გადაასწრო.
“ბაქსს” 32 მოგება და 1 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება.
GIPHY App Key not set. Please check settings