სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ 116:96 დაამარცხა „საკრამენტო კინგსი“. მოგება თავისთავად კარგია, მაგრამ ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ქართველს შანსი მიეცა და მანაც მშვენივრად გამოიყენა.
სანდრო 16 წუთი ათამაშეს და მის ანგარიშზე 9 ქულა და 2 მოხსნაა. 5 მცდელობიდან 3 სამქულიანი ჩააგდო.
„სან ანტონიოს“ 11 მატჩიდან 5 აქვს მოგებული და დასავლეთის კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 14 ნოემბერს შინ „ვაშინგტონთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings