სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ატლანტა ჰოუქსთან“ გამართა და გაიმარჯვა – 109:97.
ქართველმა კალათბურთელმა 21 წუთი ითამაშა და თავის გუნდს 12 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. მამუკელაშვილმა ოთხი 2-ქულიანი, ერთი 3-ქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო.
„ტორონტოსთვის“ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა, ჯამში 5 მოგებითა და 4 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 9 ნოემბერს „ფილადელფიასთან“ გამართავს.


გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ბოსტონს“ მოუგო – 123:110.
ქართველმა კალათბურთელმა 15 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემაა. „ორლანდო“ 4 მოგებითა და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა, 10 ნოემბერს კი ისევ „ბოსტონთან“ შეხვდება.



GIPHY App Key not set. Please check settings