სანდრო მამუკელაშვილი და„სან ანტონიო სპურსი“ პარიზში არიან, სადაც NBA-ს რეგულარული სეზონის ეგიდით მორიგი ტურის მატჩში „ინდიანა პეისერსს“ შეხვდა და 140:110 მოიგო.
ქართველის სტატისტიკა ასეთია: 11:17 წუთი, 6 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.
მოგება კი უმთავრესად ფრანგი ვიქტორ ვემბანიამას დამსახურებაა, რომელმაც 30 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა.
“სპურსი” 20 მოგებითა და 22 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 25 იანვარს, კვლავ პარიზში გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings