in

მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი, ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

ქართველებმა NBA კარგად დაიწყეს.

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „მაიამი ჰიტს“ უმასპინძლა და მცირე სხვაობით აჯობა – 125:121.

ბითაძემ 19 წუთი ითამაშა და 8 ქულა ჩააგდო: 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო, 8 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.

„ორლანდო“ მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს „ატლანტა ჰოქსთან“ ისევ შინ გამართავს.

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და სწორედ “ატლანტა” დაამარცხა სტუმრად – 138:118.

სანდრომ 17 წუთი ითამაშა და 7 ქულას მოუყარა თავი: 5-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი, 7 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება.

ამ შეხვედრაში შედგა მამუკელაშვილის დებიუტი ახალ გუნდში.

„ტორონტო“ მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს შინ „მილუოკი ბაქსთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდას ერთი გაუტანეს, ლივერპულმა დიდი ანგარიშით მოიგო