“მილუოკიმ” თავისი მატჩი მოიგო და იქ მამუკელაშვილს არ უთამაშია, რადგან ქართველი კალათბურთელი “ვისკონსინის” მაისურით ჯი ლიგაში ბურთაობდა.
ქართველმა კალათბურთელმა კი სეზონის გამორჩეული მატჩი ჩაატარა. “ვისკონსინიმ” “გრანდ რეპიდსი” 112:106 დაამარცხა, მამუმ კი 32 ქულას 14 მოხსნა წაამატა.
საინტერესო კი ისაა, რომ მამუ ზედიზედ მესამე მატჩია 20 ან მეტ ქულას აგროვებს.
GIPHY App Key not set. Please check settings