22 წლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს მოქმედი ჩემპიონის „მილუოკი ბაქსის“ რიგებში წინასასეზონო მატჩი ითამაშა და ბრწყინვალე შეხვედრაც ჩაატარა.
„მილუოკი“ „მემფისთან“ 77:87 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი არ დასრულებულა. მესამე მეოთხედის ბოლოს დარბაზში სახანძრო სიგნალიზაცია ჩაირთო. მართალია, განგაში ცრუ აღმოჩნდა, მაგრამ თამაში აღარ გაგრძელებულა.
სანდრომ პარკეტზე 29 წუთი გაატარა და მან ამ დროის განმავლობაში 9 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
პრესეზონის სასტარტო შეხვედრაში „ინდიანას” რიგებში ითამაშა გოგა ბითაძემაც. ინდიანაპოლისელებმა „ნიუ იორკ ნიქსთან“ 104:125 წააგეს. გოგას 12 წუთში 3 ქულა, 2 მოხსნა და 2 დაფარება ჰქონდა.
GIPHY App Key not set. Please check settings