სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩაატარა. მისი „მილუოკი ბაქსი“ „ლოს-ანჯელეს კლიპერსს“ შეხვდა და 119:106 დაამარცხა. ამით სანდროს გუნდმა მოგებათა სერია ათ მატჩამდე გაზარდა.
მამუკელაშვილი მოედანზე მეორე მეოთხედში გამოჩნდა, მაგრამ ჩვენიანს ორი სროლა (ერთი სამქულიანი) გაუცუდდა და მწვრთნელმა გაიყვანა.
სანდრო ბოლო პერიოდში დაუბრუნდა მოედანს და გუნდს დაეხმარა კიდეც – 2 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი.
ჯამში კი მამუკელაშვილმა 10:26 წუთი ითამაშა.
გუნდის ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპო 35 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.
მომდევნო შეხვედრას „მილუოკი“ 15 თებერვალს, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ „ბოსტონ სელტიკსთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings