in

მამა რომ გავხდი, ამან უზარმაზარი ენერგია შემძინა: ხვიჩა ძალიან მაგარია, მატჩის ბედს წყვეტს

სერია A-ს მეორე ტურში, „ბოლონიასთან“ მოგებულ მატჩში (3:0), „ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და რა თქმა უნდა, ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

თამაშის დასრულების შემდეგ ქართველმა კომენტარი DAZN-თან გააკეთა:

“იმან, რომ მამა გავხდი, უზარმაზარი ენერგია შემძინა. ვფიქრობ, ეს მოედანზე ვაჩვენე. მოედანზე გასვლის, საქმეში ჩემი წვლილის შეტანის და
ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში ჩემი წვლილის შეტანის უდიდესი სურვილი მქონდა.

მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც სურს, რაღაც ახალი, სასარგებლო შეისწავლოს, რათა ზრდა განვაგრძო. კონტეს მწვრთნელობა უდავოდ გარანტიაა იმისა, რომ მთელი ჩემპიონატის მანძილზე დიდ სიამოვნებას მივიღებთ”.

ხვიჩამ დამიანეს მიუძღვნა: კვარას გოლი, საოცარი პასი და უმაღლესი შეფასებები

პრესკონფერენციაზე, “ნაპოლის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

“დი ლორენცო და “კვარა” განსაკუთრებულები იყვნენ, მათი წყალობით ბევრი მომენტი შევქმენით. “კვარას” გამო გახარებული ვარ, ერთი-ერთზე თამაშისას ძალიან ძლიერია. ფეხებიც ძლიერი ააქვს, თან მას შეუძლია მატჩის ბედიც გადაწყვიტოს. კმაყოფილი ვარ, ვარჯიშებზე ბევრს მუშაობს და შრომა ნაყოფს იძლევა”.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტეიშვილით ბუნდესლიგის კლუბი დაინტერესდა

მამარდას ამბავი გრძელდება: ლივერპული ვალენსიასთან გადახდის სტრუქტურას განიხილავს