in

მამაცაშვილი შვედეთში წავიდა, მამუჩაშვილი შერიფში: დაჩი იტალიაში დააწინაურეს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი საბა მამაცაშვილი კარიერას შვედურ “სირიუსში” გააგრძელებს. ინფორმაცია შვედურმა კლუბმა დაადასტურა.
კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდეა.”ვამაყობ, რომ “სირიუსში” მოვედი, ეს შესანიშნავი შანსია და ბევრს ვიმუშავებ, რომ საკუთარი თავი წარმოვაჩინო და გუნდი გავაძლიერო”, – თქვა საბამ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ.
მამაცაშვილი ახალ გუნდში პარასკევს ივარჯიშებს, მაგრამ თამაშს რამდენიმე კვირა ვერ შეძლებს, რადგან სამუშაო ნებართვას ელოდება.
“სირიუსი” შვედეთის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-8
ადგილზეა.

ბათუმის „დინამოდან“ წასვლის შემდეგ ვლადიმერ მამუჩაშვილი კარიერას ტირასპოლის „შერიფში“ გააგრძელებს. ინფორმაცია მოლდოვურმა კლუბმა დაადასტურა.
მამუჩაშვილი ბათუმის „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა. 2023 წლის წლის ბოლოს სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
მამუჩაშვილი პერიოდულად საქართველოს ნაკრებშიც იძახებენ.

სერია B-ს “კრემონეზემ” 19 წლის ნახევარმცველ დაჩი ლორთქიფანიძეს პირველი კონტრაქტი გაუფორმა. შეთანხმება სამი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.
კლუბის საიტი წერს, რომ გასულ სეზონში ლორთქიფანიძე ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი და მთავარი გმირი იყო. მან მოსამზადებელი ეტაპი პირველ გუნდში მწვრთნელის, ჯოვანი სტროპას ხელმძღვანელობით გაიარა.
„დაჩი ლორთქიფანიძესთან შეთანხმება მიღწეულია, მან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2027 წლის 30 ივნისამდეა.
2005 წელს დაბადებული ნახევარმცველი ჩვენი ახალგაზრდული გუნდის კაპიტანია, რომელმაც ისტორიულ შედეგს მიაღწია და 2023/24 სეზონში პრიმავერა 1-ში (იტალიის ახალგაზრდული ჩემპიონატი) დაწინაურდა “, – წერია „კრემონეზეს“ ცნობაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაშიამ დვალს აჯობა და ჯგუფამდე ნაბიჯი დარჩა: ვაკომ აზიის ლიგაზე ლამაზად გაიტანა

ყველაფერი მალე გაირკვევა: ლივერპული კონკრეტულ წინადადებას დადებს – მამარდას იჯარაზე 4 გუნდია თანახმა