გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის 25-ე ტურში შინ „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა.
უნდა ითქვას, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მარტივი თამაში გიორგისთვის, ქართველ მეკარეს ბევრი საქმე არც ჰქონია. მამარდამ სეზონში მეხუთედ შეინახა კარი მშრალად.
მასპინძლები პირველ ტაიმში გოლი ვერ გაიტანეს და წნეხი მეორეში გაზარდეს და 74-ე წუთზე მიზანს მიაღწიეს (ჯასტინ კლუივერტი).
90-ე წუთზე მასპინძელმა უგო დურომ პენალტი გააფუჭა.
„ვალენსიამ“ ბოლო სამიდან ორი თამაში მოიგო, მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა და 26 ქულით ახლა მე-16 ადგილზეა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გასავარდნ ზონას სულ რაღაც 1 ქულა აშორებს და მისი გადასწრების შანსი აქვთ „სევილიას“ და „ალემერიას“, უბრალოდ ისაა, რომ ეს გუნდები დღეს ერთმანეთს ეთამაშებიან.
თავად „ვალენსიას“ კი მომდევნო თამაში რთული ელოდება, 18 მარტს სტუმრად „ატლეტიკოსთან“. ისე, „ვალენსიელებმა“ ბოლო 4 შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით დაასრულეს – 1:0. ორი მოიგეს, ორიც წააგეს.
GIPHY App Key not set. Please check settings