in

მამარდა უსაქმოდ დატოვეს და მე-8 მშრალი მატჩი ითამაშა: ვალენსიას ფრე უსახურ მატჩში

ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში „ვალენსიამ“ „სევილიას“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა – 0:0.

თამაში საკმაოდ უსახური გამოვიდა და შესაბამისად, არც გიორგი მამარდაშვილს ჰქონია ბევრი საქმე. პირველ ტაიმში ერთადერთი მომენტი მასპინძელ იარემჩუკს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. შესვენების შემდეგაც უკრაინელს მიეცა შანსი, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა. ბოლოს ფედერიკოს დარტყმული ბურთი ასცდა სტუმრათა კარს და სულ ეს იყო.

მოკლედ, მამარდაშვილი არ შეუწუხებიათ და ჩვენიანი ფაქტობრივად უსაქმოდ იყო. მხოლოდ ერთი სეივი შეასრულა. ეს არის მე-8 მშრალი მატჩი გიორგისთვის.

მამარდაშვილის შეფასებებია: Flashscore.com – 6.7; Whoscored.com – 6.7; Sofascore.com – 7,0.

„ვალენსია“ 36 ქულით მე-8 ადგილზეა და 24 თებერვალს სტუმრად „გრანადას“ შეხვდება.

ვთქვათ ისიც, რომ მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებმა „მესტალიის“ შესასვლელთან „ვალენსიის“ მენეჯმენტის წინააღმდეგ აქცია გამართეს და კლუბის მეპატრონის, სინგაპურელი პიტერ ლიმის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტენერიფე ნახევარფინალში ბარსელონასთან დამარცხდა და თასიდან გამოვარდა: შერმადინმა 9 ქულა ჩააგდო

ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა, უოტფორდმა აუტსაიდერს მოუგო