გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ალავესთან“ დამარცხდა – 0:1.
ქართველმა მეკარემ გამორჩეული მატჩი ჩაატარა მიუხედავად იმისა, რომ პენალტი მისი აკიდებული იყო. გიორგი მაინც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
11-მეტრიანი კი ცოტა არ იყოს და საეჭვო იყო. მამარდა გამოსვლაზე მოგერიებას შეეცადა, ბურთს კარგად ვერ მისწვდა და მეტოქეს დაეყრდნო. არბიტრს VAR-ზე წასვლა მოუხდა და მაინც დანიშნა. ჩვენიანს პენალტის აღებაც შეეძლო, კუთხე გამოიცნო, ლამის მისწვდა კიდეც, მაგრამ ძალიან კარგად იყო დარტყმული ძელთან.
ისე კი ბლომად საქმე ჰქონდა და მარტო პირველ ტაიმში ბევრჯერ იხსნა თავისი გუნდი.
შეფასებები: Flashscore – 6.6; Sofascore – 7.6; Whoscored – 6.9.
მამარდაშვილი ლა ლიგის ექსპერტებმა საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ალავესი – ვალენსია 1:0
გოლი: ჟორდანი (79, პენ)
შეწყდა „ვალენსიას“ 10-მატჩიანი წაუგებელი სერია (6 მოგება და 4 ფრე), 45 ქულით მე-11 ადგილზეა და 18 მაისს, ბოლოსწინა ტურში „ბილბაოს“ უმასპინძლებს.
კონფერენს ლიგის ზონამდე 2 ქულა აშორებს.
GIPHY App Key not set. Please check settings