ევროპაში დასრულდა ოქტომბრის სანაკრებო პაუზა. პორტალმა sofascore-მა მე-8 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში ერთი ქართველი ფეხბურთელი შეიყვანა. ისე, ცოტა მოულოდნელიც კი არის.
მოგეხსენებათ, საქართველომ კვიპროსი 4:0 დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილი ძალიან საიმედო კი იყო, მაგრამ უფრო ჩვენები უტევდნენ და თითქოს ამდენი საქმე არც ჰქონია მამარდას. თუმცა პორტალმა 8.1 ქულა დაუწერა (ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად).
ამ შეფასებით მამარდაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რადგან მეკარეებს შორის ამაზე უკეთესი შეფასება არავის ჰქონია. ხვიჩა კვარაცხელიას კი ანალოგიური ქულა არ ეყო.
GIPHY App Key not set. Please check settings