ინგლისში სეზონი გაიხსნა. „უემბლიზე“ გაიმართა სუპერთასის ფინალი, რომელშიც გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „კრისტალ პალასს“ შეხვდა და პენალტების სერიაში წააგო – 2:3. ძირითადი დრო კი 2:2 დასრულდა.
თამაში მხიარულად დაიწყო და ოც წუთში სამი გოლი გავიდა (მერსისაიდელთაგან გოლები დებიუტანტებმა ეტიკიტემ და ფრიმპონგმა გაიტანეს). „ლივერპული“ ორჯერ იგებდა, მაგრამ ვერ მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე, პენალტები კი ცუდად შეასრულა და ხუთიდან სამი გააფუჭა.
კრისტალ პალასი – ლივერპული 2:2 (პენ 3:2)
გოლები: 0:1 ეტიკიტე (4), 1:1 მატეტა (17, პენ),1:2 ფრიმპონგი (21), 2:2 სარი (77)
„ლივერპულის“ მომდევნო მატჩი უკვე პრემიერლიგურია: 15 აგვისტოს „ბორნმუთს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings