გიორგი მამარდაშვილმა დაუვიწყარი მატჩი ითამაშა. თვით „სანტიაგო ბერნაბეუზე“ საოცრებები აკეთა და თან მისმა გუნდმაც მოუგო „რეალს“ (2:1).
მამარდაშვილის სასწაული სანტიაგო ბერნაბეუზე: გიორგი MVP-ია, ვალენსიამ რეალი დაამარცხა
მატჩის დაწყებიდან მალევე მასპინძლებმა პენალტის უფლება მოიპოვეს (მე-13 წთ). შესრულება ვინისიუსმა გადაწყვიტა. დარტყმამდე ქართველი მეკარე და ბრაზილიელი ერთმანეთს გაესაუბრნენ.
აი რაში ყოფილა საქმე: გიორგის სანაძლეო შეუთავაზებია, ვინც გამარჯვებული გამოვა, იმას 50 ევროო. ბრაზილიელი დათანხმდა.
გიორგიმ პენალტი მოიგერია და ნიძლავიც მოიგო. თუმცა…
„50 ევრო დავდე, რომ პენალტს ავიღებდი. ვინისიუსს ვკითხე ხომ არ უნდოდა ასეთი ნიძლავი, ის დათანხმდა, ასე რომ, მე მოვიგე. მომცა თუ არა ფული? არა, ჯერ არა“ – თქვა თამაშის შემდეგ ქართველმა მეკარემ.

GIPHY App Key not set. Please check settings