in

მამარდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ვალენსიამ ბოლოსკენ წააგო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ხეტაფეს“ ესტუმრა და მატჩის მიწურულს 0:1 წააგო. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა თამაში ცხრა კაცით ჩაამთავრეს.

ქართველი მეკარე ტრადიციულად ძირითადში იყო და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. ამ სეზონში მამარდაშვილი უკვე მესამედ ხდება მატჩის MVP.

უგოლოდ დასრულებულ პირველ ტაიმში ჩვენს მეკარეს ბევრი საქმე არ ჰქონია.

50-ე წუთზე „ვალენსიას“ მცველი პაულისტა გააგდეს მეორე ყვითელი ბარათის გამო.

ორწუთიან მონაკვეთში მამარდაშვილმა 3 ისეთი „სეივი“ შეასრულა, რომელთაგან 2 უნდა გასულიყო.

„ხეტაფემ“ რიცხობრივი უპირატესობით ბოლოსკენ ისარგებლა. 87-ე წუთზე პენალტის ნიშნულთან მარჯვნიდან ჩააწოდეს და ბორხა მაიორალმა თავით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. მამარდას ნახტომი ბურთს ვერ მისწვდა.
ორ წუთში არბიტრმა მეორე ვალენსიელი, ხავი გუერაც გააძევა. წამატებულ დროში „ხეტაფეს“ ფეხბურთელიც მიაბრძანეს მოედნიდან.

გიორგის შეფასებები ასეთია: Flashscore.com – 7.1; Whoscored.com – 6.7; Sofascore.com – 7.1.

„ვალენსია“ 16 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-10 ადგილზეა. მომდევნო თამაში კი შინ აქვს 16 დეკემბერს „ბარსელონასთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბითაძის 13 ქულა, 8 მოხსნა და 4 დაფარება დეტროიტთან მოგებულ მატჩში

მამარდა: ძალიან რთული თამაში იყო