გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ რიგებში ითამაშა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ (27 ნოემბრის შემდეგ) პრაქტიკა მიიღო. მისმა გუნდმა კი ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში „ბარნსლის“ აჯობა – 4:1.
ქართველ მეკარეს ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა პირველ ტაიმში შორეული დარტყმა ეფექტურად მოიგერია.
გოლი კი ცოტა კურიოზული გაუშვა: მე-40 წუთზე სობოსლაიმ ბურთი საჯარიმოს გარეთ მიიღო, საკუთარ საჯარიმოში შევიდა, მეკარის საჯარიმოს ხაზთან მისულმა კი ბურთი მეტოქეს დაუტოვა და მანაც ახლოდან მარტივად შეაგორა.
მამარდაშვილის შეფასებები: Sofascore – 6.5, Flashscore – 6.8.
საინტერესოა, რომ გაშვებულ გოლში დანაშაულის მიუხედავად სობოლაიმ ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო (9.8 და 9.1).

ლივერპული – ბარნლი 4:1
გოლები: 1:0 სობოსლაი (9), ფრიმპონგი (37), 2:1 ფილიპსი (40), 3:1 ვირტცი (83), 4:1 ეკიტიკე (90+4)
მომდევნო მატჩს „ლივერპული“ 17 ნოემბერს ითამაშებს, ჩემპიონატის 22-ე ტურში „ბარნლის“ უმასპინძლებს.



GIPHY App Key not set. Please check settings