გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” კიდევ ერთი თამაში წააგო. ამჯერად სტუმრად “ჟირონასთან” 0:1, რომელსაც მასზე 1 ქულით მეტი ჰქონდა. ვალენსიელებს დარჩათ 20 ქულა და კვლავ 1 ქულაში არიან გასავარდნ ზონასთან (წააგო “კადისმაც”).
გიორგი ტრადიცულად ძირითადში იყო და მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა. ქართველი მეკარის ანგარიშზე 7 სეივია. მათ შორის, რამდენჯერმე გუნდი გადაარჩინა და რთული ბურთები მოიგერია. “ვალენსია” კი კვლავაც უფერული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა.
ერთადერთი გოლი კი 63-ე წუთზე ბორხა გარსიამ გაიტანა, მისი დარტყმული შორეულ ძელს მოხვდა და გიორგის ნახტომი საკმარისი არ აღმოჩნდა. სტუმრებს სურდათ გოლი არ ჩათვლილიყო, რადგან პასის მიმცემ რიკელმეს ბურთის გაჩერებისას ხელზე მოხვდაო, მაგრამ გადაამოწმეს და ხელი არ დაფიქსირდა.
“ვალენსიას” ზედიზედ 3 წაგება აქვს (12 მატჩში 1 მოგება, 6 თამაშში 1 ფრე) და მომდევნო ტურში, 11 თებერვალს, ევროზონასთან მიახლოებულ ბილბაოს “ატლეტიკს” მიიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings