კლუბებში დაბრუნებული ქართველი ფეხბურთელები და მათი კლუბები მზადებას განაგრძობენ და სპარინგებს თამაშობენ.
ინტერესით ველოდებოდით ვალენსიურ დერბის, სადაც “ვალენსია” “ლევანტეს” შეხვდა (0:0), მაგრამ არ შედგა ქართველების დაპირისპირება – გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია (განაცხადშიც არ ყოფილა), ხოლო გიორგი ქოჩორაშვილმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 71-ე წუთზე შეცვალეს.
„ვალენსია“ 3 აგვისტოს „ლიდსს“ შეხვდება, ხოლო „ლევანტე“ „ვილიარეალი B“-ს დაუპირისპირდება.
“ფროზინონეს” ძირითადში იყო გიორგი კვერნაძე. ამხანაგურ მატჩში ქართველის გუნდმა 1:0 მოუგო “პოტენცას”.
ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა ლოჩოშვილიც, რომლის “კრემონეზემ” 3:2 აჯობა “ტრენტოს”. საქართველოს ნაკრების მცველი, ისევე, როგორც მთელი გუნდი შესვენებისას შეცვალეს.
გიორგი წიტაიშვილმა 62-ე წუთიდან ითამაშა “გრანადას” შემადგენლობაში, რომელიც “სევილიას” შეხვდა და 0:2 დამარცხდა.
ფრანგულ სპარინგში „სენტ-ეტიენმა“ „მონპელიე“ 2:1 დაამარცხა.
ზურიკო დავითაშვილმა ამჯერად შესვენების შემდეგ ითამაშა.
„სენტ-ეტიენი“ 3 აგვისტოს „გრენობლს“ გაეჯიბრება.
GIPHY App Key not set. Please check settings