in

მამარდა და მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა. ბოლო მატჩში თვით პორტუგალია 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა. ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი ჩვენი გიორგი მიქაუტაძე გახდა სამი გოლით, ხოლო გიორგი მამარდაშვილმა ჯერ ჩეხეთთან დაუვიწყარი მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი პორტუგალიასთანაც არანაკლებ შთამბეჭდავი იყო.

ჰოდა, ეს დაუფასდათ კიდეც ჩვენს ფეხბურთელებს და ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ, რომელიც whoscored.com-მა შედეგების დაჯამებით შეადგინა.

მიქაუტაძეს საშუალოდ 7.4 გამოუვიდა,მამარდაშვილს – 7.8. ქართველი მეკარის მსგავსი შედეგი გერმანელ მუსიალას და ნიდერლანდელ გაკპოს აქვთ, ხოლო ამათზე უკეთესი მხოლოდ ერთი კაცია – ჩვენი მომავალი მეტოქე, ესპანელი ფაბიან რუისი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ქართველი ფეხბურთელების ულამაზესი მეორე ნახევრები

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მსგავსი ისტორიები არ არსებობს