in

მამარდა დაბრუნდა და… სულ ბოლოს დასანანი გოლი გაუშვა: ვალენსიამ სევილიაში ქულა აიღო

გიორგი მამარდაშვილი დაბრუნდა და თითქოს უკვე მოგებულ შეხვედრაში, მსაჯის მიერ წამატებულ დროში დასანანი გოლი გაუშვა, „ვალენსიამ“ კი გასვლით მატჩში „სევილიასთან“ ქულა აიღო – 1:1.

ქართველმა მეკარემ 5 შეხვედრა გამოტოვა. მოედანს ერთი თვის შემდეგ დაუბრუნდა და საიმედოდ გამოიყურებოდა. თუმცა, სულ ბოლოს, შორეული დარტყმა, რომელიც დიდი ალბათობით კარს სცდებოდა კიდეც, უხერხულად მოიგერია და ბურთი კარში აღმოჩნდა. გასამართლებლად ერთადერთი იმის თქმა შეიძლება, რომ ბურთი მამარდას წინ ერთი-ორჯერ გაზონზე ახტა.

გიორგიმ მე-19 წუთზე საულ ნიგესის დარტყმა მოიგერია, 24-ე წუთზე რომერომ საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ჩვენიანი ისევ შესანიშნავი იყო, 57-ე წუთზე კვლავ გამოავლინა სათანადო რეაქცია.

ვალენსიელთა გოლი კი მამარდაშვილის მიერ დაწყებულ შეტევას მოჰყვა.

შეფასებები არაერთგვაროვანია: Flashscore – 7.0; Sofascore – 6.6; Whoscored – 5.9.

სევილია – ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 რიოხა (61), 1:1 პედროსა (90+3)

„ვალენსია“ ლა ლიგის მე-19 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა.
მომდევნო მატჩს 15 იანვარს, თასზე, რანგით მესამე დივიზიონის „ოურენსესთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუს წარმატებული დებიუტი ბუნდესლიგაში: ჰაინდეჰაიმმა მოიგო

გულიაშვილით ფრანგული კლუბები დაინტერესდნენ… ზურიკოსთან?