in

მამარდა დაბრუნდა და საუკეთესო იყო: უკვე 13 მშრალი მატჩი

ლა ლიგის 35-ე ტურში „ვალენსიამ“ შინ „რაიო ვალეკანო“ ვერ დაამარცხა – 0:0.

მასპინძელთა კარში ისევ, წითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაცია მოხდილი გიორგი მამარდაშვილი ჩადგა და შესანიშნავადაც ითამაშა.

ჩვენიანმა რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია. სამ ეპიზოდში გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ამ სეზონში გიორგიმ 13 მატჩში შეინახა კარი მშრალად. მისი თამაში ასე შეაფასეს: Sofascore – 7.3, Whoscored – 7.2, Flashscore – 6.6.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) სწორედ ქართველი მეკარე დაასახელეს.
მიმდინარე სეზონში გიორგი მატჩის გმირად მეოთხედ აღიარეს.

„ვალენსია“ 48 ქულით მე-8 ადგილზეა და 17 მაისს სან-სებასტიანში „სოსიედადს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ ისევ გაიტანა და მეცმა ისევ წააგო: გადარჩენის შანსი ჯერ რჩება

კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა, მაგრამ შტურმი ჩემპიონი ჯერ ვერ გახდა