in

მამარდა გაძვირდა

გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი 30 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

Transfermarkt-მა ესპანეთის ჩემპიონატის ფეხბურთელების ფასები განაახლა, ქართველი მეკარის ღირებულება კი 25 მილიონი ევროდან 30 მილიონამდე გაიზარდა.

გიორგი ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც ლა ლიგაში „ვალენსიას“ კარი ზედიზედ 51 მატჩში დაიცვა.

ესპანეთში ყველაზე მეტად, 30 მილიონით „რეალის“ ახალწვეული ჯუდ ბელინგემი გაძვირდა (150 მლნ). ლა ლიგის ორი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი სწორედ ბელინგემი და მისი თანაკლუბელი ვინიუსიუსი არიან.

დღეისათვის ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული ასეთია:

  1. ხვიჩა კვარაცხელია – 85 მლნ ევრო
  2. გიორგი მამარდაშვილი – 30 მლნ
  3. გიორგი მიქაუტაძე – 10 მლნ
  4. ზურიკო დავითაშვილი – 3 მლნ
  5. ირაკლი აზაროვი – 2.5 მლნ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდროს 9 წუთი და 2-დან 2 სამქულიანი

სამი გუნდი უკვე ევროპაზეა: საფრანგეთმა, პორტუგალიამ და ბელგიამ გერმანია გაინაღდეს