in

მამარდა ბარსასთან კარგი იყო, მაგრამ…

გიორგი მამარდაშვილს კარიერაში გამორჩეული მატჩი ელოდა: „ბარსელონასთან“ შეხვედრა რიგითი მოვლენა ვერ იქნება. ამიტომაც მოუთმენლად ველოდით ამ თამაშს და ქართველ მეკარეს სულ ცოტა დააკლდა კარი მშრალად შეენახა. დასანანად, მსაჯის მიერ წამატებულ, 90+3 წუთზე გაიტანა სუპერფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ და ამ გოლით მოაგებინა თავის გუნდს. პოლონელს ზედ მეკარის საჯარიმოსთან რაფინიამ მიაწოდა და მანაც ახლო მანძილიდან შორეულ დაბალ კუთხეში ნახტომში გადაგზავნა ბურთი.

მამარდაშვილს, როგორც მოსალოდნელი იყო, საქმე საკმაოდ ჰქონდა.
უკვე მე-3 წუთზე გიორგი გამოსვლისას შეცდა, მაგრამ „ვალენსიას“ მცველებმა ანსუ ფატის დარტყმის საშუალება არ მისცეს.
მე-13 წუთზე ფატი საჯარიმოში შევარდა და ქართველ მეკარესთან მარტო დარჩა, მაგრამ გიორგიმ საოცარი რეაქცია გამოავლინა და „ვალენსია“ აშკარა გოლისგან იხსნა.

21-ე წუთზე მამარდაშვილი უსმან დემბელეს შეტევას გადაეფარა.
23-ე წუთზე ანსუ ფატიმ გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
მეორე ტაიმში გოლი „ვალენსიას“ არ ჩაუთვალეს, ვიდეოზე ნახეს, რომ თანაგუნდელს ბურთი ხელზე მოხვდა.

“ვალენსიას“ 4 მატჩია არ მოუგია და 12 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-10 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა კი სტუმრად ელის ოთხეულისთვის მებრძოლ „სოსიედადთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დოლიძის მე-5 მოგება: ქართველმა მეტოქე პირველ რაუნდში დაანოკაუტა

ის იდეალურია, მან გუნდზე ითამაშა: სპალეტიმ ხვიჩა შეაქო