გიორგი მამარდაშვილი, როგორც ჩანს, „ბაიერნში“ აღარ გადავა. საქმე ფულშია. ცხადია, რომ არც თუ დალხენილი „ვალენსია“ თავის ვარსკვლავს იაფად არავის დაუთმობს, ბავარიელებს კი დიდი ალბათობით სათადარიგო მეკარეში დიდი თანხის გადახდა არ სურთ.
„ბაიერნსა“ და მამარდაშვილს შორის მოლაპარაკებები სრულდება თუ უკვე არ დასრულდა.
ყველას რომ ეგონა იან ზომერი „ინტერში“ გადავიდაო, თურმე „ბაიერნს“ ჯერ არ გაუშვია შვეიცარიელი მეკარე და ელოდება, მის შემცვლელს როდის აიყვანს.
სამი დღის წინ დავწერეთ, რომ მიუნხენური გრანდი „ბრენტფორდის“ მეკარე ტომას სტრაკოშას ყიდვას გეგმავდა. 28 წლის ალბანელის ფასი სულ რაღაც 3.5 მლნ ევროა.
ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბაიერნმა“ დანიური „კოპენჰაგენის“ პოლონელი მეკარე კამილ გრაბარა შეამჩნია. მაგრამ იაფი არც ის ღირს, დანიური კლუბი 15 მილიონს ითხოვს, რომელთანაც კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს.
ისე, „ბაიერნის“ მწვრთნელს ტომას ტუხელს „სევილიას“ მაროკოელი მეკარე იასინ ბუნუ ყველას ურჩევნია.
GIPHY App Key not set. Please check settings