“ლივერპული” “ადიდასთან” სასპონსორო ხელშეკრულებას გააფორმებს.
გერმანული კომპანია მერსისაიდელების ახალი ტექნიკური სპონსორი გახდება 2025/26 წლების სეზონიდან, იუწყება The Guardian.
მოსალოდნელია, რომ გარიგებით კლუბს წელიწადში დაახლოებით 60 მილიონი ფუნტი მოუტანს.
„ლივერპულში“ მიაჩნიათ, რომ ეს მათ შესაძლებლობას მისცემს გაუთანაბრდნენ „არსენალს“, „სიტის“ და „ჩელსის“, რომლებიც დაახლოებით 60-65 მილიონ ფუნტს იღებენ „ადიდასთან“, „პუმასთან“ და „ნაიკთან“ გარიგებებიდან.
„წითლების“ ტექნიკური სპონსორი ამ დროისთვის „ნაიკი“ გახლავთ, კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოქმედებს. ამ პარტნიორობას „ლივერპულისთვის“ წელიწადში 30 მილიონი ფუნტი მოაქვს.
როგორც მოგეხსენებათ, მომდევნო სეზონიდან „ლივეპრულის“ კარში გიორგი მამარდაშვილი ჩადგება. როგორც ჩანს, ახალი ეკიპირებით.
GIPHY App Key not set. Please check settings