“ლივერპულის” ყოფილმა მეკარე პოლონელმა იერჟი დუდეკმა, რომელიც კლუბის ღირსებას 2001/07-წლებში იცავდა, მის პოზიციაზე “მერსისაიდულ” გრანდში კონკურენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ალისონი ამჟამად კლუბის პირველი ნომერია, თუმცა გიორგი მამარდაშვილიც არაჩვეულებრივი კიპერია და ქართველსაც თავისი შანსი მიეცემა.
“ახლა “ლივერპულს” ორი კარგი მეკარე ჰყავს და ასე იყო კელეჰერის დროსაც, როდესაც ირლანდიელს ალისონის შეცვლა შეეძლო და მაღალი დონის თამაშს აჩვენებდა. ყველამ კარგად იცის, რომ ჩემპიონატები გრძელია, არასდროს იცი რა მოხდება და ორი კარგი მეკარე გჭირდება.
ჩემი აზრით, ალისონი მსოფლიოს ერთ-ერთი საკუთესო მეკარე და პირველი ნომერია, მამარდაშვილს კი შეუძლია მისი კარგი შემცვლელი იყოს. მას აქვს შესაძლებლობა იყოს ერთ-ერთი საუკეთესო, როდესაც ეს გჭირდება.
ყველა პოზიციაზე კარგი შემცვლელი უნდა გყავდეს, განსაკუთრებით კარში. რა თქმა უნდა, მამარდაშვილს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, რადგან პრემიერ ლიგა ცოტა განსხვავებულია.
მას ამ რჩევას მივცემდი… თამაში უფრო სწრაფია. მეკარეებზე გაცილებით მეტი ზეწოლაა და ის ამას ალბათ ძალიან მალე მიხვდება. ეს განსაკუთრებით ეხლა ჩანს, რადგან ყველა მეკარეების ფეხით შეტევის დაწყებას ცდილობს.
პრემიერ ლიგაში თამაშის სრულიად განსხვავებული სტილია. სხვა ევროპულ ჩემპიონატში რაც ჯარიმად ითვლება, პრემიერ ლიგაში თამაშის გაგრძელებისკენ მიგითითებენ! როგორც მეკარემ, ეს უნდა მიიღო და მტკიცედ გჯეროდეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, უნდა გაუმკლავდე მას.
ამას თავიდანვე მივხვდი, როდესაც “ლივერპულში” გადავედი და მივხვდი, რომ ადაპტაცია მომიწევდა. თავიდან ალღო ვერ ავუღე, მაგრამ ძლიერი უნდა იყო და ეს შეძლო.
საუკეთესო სიტუაციაა, როდესაც ორივე მეკარე წინ მიიწევს. ასე რომ, თუ ალისონი უმაღლეს დონეზეა, მნიშვნელოვანია, რომ მამარდაშვილი ამ დონეზე ავიდეს და არა ალისონი ქვემოთ ჩამოიყვანოს.
როგორც მეკარეებმა, ორივემ უნდა იმუშაოთ წინსვლისთვის, რადგან ეს მნიშვნელოვანია გუნდის წარმატებისთვის სეზონში და თუ პრემიერ ლიგას ლიგას ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებთ, მეკარეების კმაყოფილების დონე იგივე იქნება. თუ თქვენი როლის მიმართ ნდობა გაქვთ, ბევრად უკეთესად თამაშობთ.
თუ ალისონის პოზიციაზე ხართ, იცით, რომ ფოკუსირება გჭირდებათ. თქვენ უნდა მოემზადოთ, როგორც პირველი ნომერი. მამარდაშვილმა ახლა იცის, რომ მეორე ნომერია, მაგრამ თუ შანსი გეძლევა, ის უნდა გამოიყენო.
ეს ურთიერთობა მეკარეების მწვრთნელზეცაა დამოკიდებული, თუ როგორ მოამზადებს ის პირველ ნომერს და გააუმჯობესებს მეორე ნომერს. ჯერჯერობით, რაც მე ვნახე, მეკარეებს შორის ურთიერთობა ძალიან კარგია და იმედი მაქვს, რომ ასე დარჩება, რადგან ამდენი ტურნირია და შანსი ყველას ექნება.
ისე აღარ არის, როგორც ადრე… ადრე ერთი მეკარე ზედიზედ 300 მატჩს თამაშობდა”, – თქვა დუდეკმა Liverpoolfc.com-თან საუბარში.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings