მორიგ ჯერზე, გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში იყო. მისი “ვალენსია” კი “ესპანიოლს” ესტუმრა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
საოცარი შეხვედრა კი გამოდგა… მამარდამ სამი სეივი მოაგროვა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მეორე გოლის ეპიზოდში ქართველს უკეთ შეეძლო გარჯა, თუმცა დარდერის დარტყმული ძალზე ცბიერი გამოდგა.
მატჩის ბოლოს კი სიშლეგეები დატრიალდა. 2 წითელი ბარათი და ბოლო წუთზე გადარჩენილი ქულა თან როგორი გოლით. კომეტმა ბურთს ფეხი უბრალოდ ამოსცხო და პარაშუტისებრი ტრაექტორია მოხაზა. მასპინძელთა მეკარე დარწმუნებული იყო, რომ ბურთი კარს სცდებოდა და მშვიდადაც გაატარა, მაგრამ ის კარში ჩაეშვა და ღამურებმა ქულა გადაარჩინეს.
GIPHY App Key not set. Please check settings