საქართველოს ნაკრებისა და თბილისის “ლოკომოტივის” ახალგაზრდა მეკარის გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიაში” ტრანსფერის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს. მის სტატიაში ვკითხულობთ, რომ თბილისის “დინამოს” (მამარდაშვილი “დინამოს” საკუთრებაა) და “ვალენსიას” შორის შეთანხმება ბოლო ეტაპზეა მისული და ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
“2000 წელს დაბადებული კიპერის ტრანსფერის მფლობელმა „დინამომ“ რეალურად მიიღო იჯარის შეთავაზება, რაც გამოსყიდვის უფლებას გულისხმობს. მთლიანად ტრანსფერის ღირებულება, ყველა ტრანზაქციის და პრემიების გათვალისწინებით, მილიონ ევროს მიაღწევს. კლუბებს შორის კონტაქტები მენეჯერმა ლევან სეთურიძემ წამოიწყო. „დინამოსთან“ მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება”, – წერს ჯანლუკა დი მარციო.
ჯანლუკა დი მარციო: მამარდაშვილი ევროპაში წასავლელად მზადაა
ესპანური გამოცემა plazadeportiva-ც ასევე ამტკიცებს, რომ მამარდაშვილის საკითხზე გარიგება დასასრულს უახლოვდება.
“მოლაპარაკება გასულ კვირას უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბოლო წუთს საქართველოში ესპანელთა წარმომადგენლის გამგზავრება COVID-19-ის პრობლემამ შეაჩერა. ესპანელთა მიზანი ქართულ კლუბთან საბოლოო შეთანხმების მიღწევაა. წინასწარი მონაცემებით, „დინამოს“ ხელმძღვანელობამ გარიგებაზე თანხმობა განაცხადა და მოლაპარაკება უახლოეს დღეებში დასრულდება.
საქართველოს ნაკრების მეკარესთან ხელშეკრულების ხელმოწერით, „მესტალია“ სამომავლოდ აპირებს ისარგებლოს იმითაც, რომ მამარდაშვილს სატრანსფერო ბაზარზე კარგი შესაძლებლობა გააჩნია. გუნდის აკადემიის მწვრთნელები, მარკო ოტერო და ლუის მარტინესი, მეკარესთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე თვეა დადებითად გამოხმაურებას იღებენ, ხოლო მიგელ ანხელ კორონამ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა. ხელმოწერა აკადემიისა და ტექნიკური სტაფის შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება“, – წერია გამოცემაში.
გიორგი მამარდაშვილი თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზდილია. სხვადასხვა დროს ის “რუსთავში, ამ ეტაპზე კი “ლოკომოტივის” ღირსებას იცავს.
მამარდაშვილი ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირია: გაგნიძის ფასი საგრძნობლად გაიზარდა
GIPHY App Key not set. Please check settings