გიორგი მამარდაშვილის მოულოდნელად კარგი სეზონი შესაფერისად დასრულდება. მართალია ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული, თუმცა ამ საქმეს ბევრი არაფერი უკლია – „ვალენსია“ ქრთველ მეკარესთან კონტრაქტს გააგრძელებს და სათავისოდ ფეხბურთელის გამოსყიდვის თანხასაც გაზრდის.
საუბარია ახალ ხელშეკრულებაზე, რომელიც ძალაში 2028 წლამდე იქნება, ხოლო გიორგის წაყვანის მსურველს ვალენსიური კლუბისთვის 100 მლნ ევრო ექნება გადასახდელი.
ესპანური პრესა მუდმივად წერს, რომ მამარდაშვილი გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზი გახდა და ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რის გამოც სულაც არ არის გასაკვირი, რომ კლუბს თანამშრომლობის გაგრძელება და კონტრაქტის გამოსასყიდი ფასის გაზრდა რომ სურს.
ამასობაში იწერება ისიც, რომ ქართველის სამსახურით რამდენიმე დიდი კლუბი დაინტერესდა.
GIPHY App Key not set. Please check settings