გუშინ, „ვალენსიას“ ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა „დორტმუნდის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინა პოსტერზე გიორგი მამარდაშვილის ფოტო გამოიტანა და მივხვდით, რომ ქართველი ძირითადში იქნებოდა.
ავსტრიის ქალაქ ალტახში გამართულ მატჩში ღამურებმა „დორტმუნდს“ 3:1 სძლიეს. მე-40 წუთზე გონსალო გედეშმა „ვალენსია“ დააწინაურა. 58-ე წუთზე მარკო როისმა, მამარდაშვილს პენალტის ნიშნულიდან გაუტანა, თუმცა 4-წუთიან ინტერვალში ღამურებმა ორი გაიტანეს და კომფორტული, ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.
63-ე წუთზე გიორგის ნაცვლად იასპერ სილესენი გამოჩნდა, რომელზეც აქტიურად იწერება, რომ გუნდს დატოვებს. მამარდაშვილის აქტივში 5 სეივი გახლდათ, რომელიც პირველსავე ტაიმში მოაგროვა და ერთადერთი ვერმოგერიებული ბურთიც პენალტის ნიშნულზე მოდის.
მომდევნო მატჩს, ღამურები 23 ივლისს „შტუტგარტს“ დაუპირისპირდებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings