ლა ლიგის მე-4 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და, ცოტა არ იყოს მოულოდნელად, მარტივად მოუგო – 5:1.
მამარდაშვილი ბუნებრივია ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველ ტაიმში ჩვენიანს ბევრი საქმე არ ჰქონია. მე-10 წუთზე მარჯვენა დაბალ კუთხეში ბორხა მაიორალის დარტყმული აიღო.
„ვალენსიამ“ კი პირველივე ტაიმში მოათავა საქმე, მეტიც 16 წუთში – 3:0.
მეორე ტაიმში კიდევ სამი გოლი გავიდა. სამწუხაროდ, ერთი ქართველის კარში. ანგარიში უკვე 5:0 იყო, როდესაც მადრიდელებმა პრესტიჟის გოლი შეაგდეს. ამ გოლში გიორგის დადანაშაულება არ შეიძლება.
„ვალენსიამ“ მეორე მატჩი მოიგო, 6 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „ვალენსია“ სტუმრად 10 სექტემბერს „რაიო ვალეკანოსთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings