გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა” აზიურ ტურნეში ბოლო მატჩი ითამაშა, იაპონიის პირველობის ერთ-ერთ აუტსაიდერს, „იოკოჰამა მარინოსს” შეხვდა და მოუგო – 3:1.
რადგან ალისონი გუნდთან ერთად არ იყო, ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში დააყენეს და სრულად ითამაშა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და ეს მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელმაც მე-40 წუთზე, იაპონელთა შეტევისას, დაბალ კუთხეში დარტყმული ბურთი საოცრად მოიგერია.
ანგარიში „იოკოჰამამ“ გახსნა. მარცხენა ფლანგიდან უენაკა შეიჭრა საჯარიმოში, მამარდაშვილი კარიდან გამოვიდა და შემტევს კუთხე შეუმცირა, მაგრამ გოლისგან ვერ იხსნა.
ამის შემდეგ “ლივერპული” გამოფხიზლდა და მამარდაშვილსაც საქმე აღარ ჰქონია.
იოკოჰამა – ლივერპული 1:3
გოლები: 1:0 უენაკა (55), 1:1 ვირცი (62), 1:2 ნიომი (67), 1:3 ნგუმოა (87).
მომდევნო ამხანაგურ მატჩს “ლივერპული” 4 აგვისტოს შინ “ბილბაოსთან” გამართავს, რის შემდეგაც 10 აგვისტოს ინგლისის სუპერთასზე (FA Community Shield) “კრისტალ პალასს” შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings