გიორგი მამარდაშვილის კარგი თამაშის ფონზე, იასპერ სილესენიც მოფერიანდა. ნიდერლანდელი უკვე სრულ მზადყოფნაშია და გუნდთან ერთად ემზადება.
ესპანურ მედიაში კი, უკვე დიდი კამათია, თუ ვინ უნდა დაიცვას “ვალენსიას” კარი მომდევნო შეხვედრებში.
ესპანური მედია: მამარდაშვილი ახლა უკეთესია, ვიდრე სექტემბერში იყო
plazadeportivo მამარდაშვილსა და სილესენზე სტატიას აქვეყნებს.
“ვალენსიას” ძირითადი მეკარის პოზიციისთვის განხილვა დაიწყო. თუ ვინ უნდა იდგეს მომდევნო თამაშებში “ღამურების” კარში – იასპერ სილესენი თუ გიორგი მამარდაშვილი? მიუხედავად იმისა, რომ სილესენი გამოცდილი მეკარეა და “ვალენსიაში” კარგი თამაშებიც ჩაატარა, სტატისტიკა ქართველი მეკარის სასარგებლოდაა. იასპერ სილესენმა 15 შეხვედრაში 26 ბურთი გაუშვა, მამარდაშვილმა 13 მატჩში – 14. ამასთან, გიორგიმ 6 მატჩში შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა, როცა სილესენმა ეს მხოლოდ 3-ჯერ მოახერხა”, – წერს ესპანური გამოცემა.
GIPHY App Key not set. Please check settings