in

მამარდაშვილი: ჩემი კერპი ნოიერია

ესპანურმა გამოცემა Batzine-მა “ვალენსიას” მეკარე, გიორგი მამარდაშვილი “პარი სენ ჟერმენის” კარის დარაჯს, ჯანლუიჯი დონარუმას შეადარა და ამასთან დაკავშირებით ქართველ გოლკიპერს კომენტარი სთხოვა.

“მამარდას” თქმით, ბედნიერია, რომ “პარი სენ ჟერმენის” მეკარესა და ევრო 2020-ის გამარჯვებულს ადარებენ, თუმცა ბავშვობის კერპად და საყვარელ მეკარედ მანუელ ნოიერი დასახელა.

“მიხარია, რომ მას მადარებენ. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, დონარუმამ კარიერაში უკვე ბევრის მიღწევა შეძლო. იტალიელის პროგრესს ყოველთვის ვაკვირდებოდი და მაგალითს მისგან ვიღებდი, ჯანლუიჯი ჩემთვის სამაგალითოა.

ბავშვობაში ჩემი კერპი მანუელ ნოიერი იყო, მის თამაშებს ხშირად ვუყურებდი და ვცდილობდიგერმანელის მსგავსი ქმედებები გამემეორებინა.

ახალი მწვრთნელი გვყავს და ცოტა განსხვავებული სტილით ვთამაშობთ. ახალგაზრდული გუნდი ვართ, მაგრამ უკეთესი, ვიდრე წინა სეზონში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბურჯანაძის უქულო მატჩი

ესპანეთმა კოსტა რიკა არ დაინდო, ბელგიამ კანადა ძლივს დაამარცხა