ესპანეთის ჩემპიონატი დაიწყო და გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ უკვე პირველ ტურში „ბარსელონა“ შეხვდა და 1:2 წააგო. სხვათა შორის, მატჩამდე იყო ვარაუდი, რომ შესაძლოა ჩვენ მეკარეს არ ეთამაშა, მაგრამ კარში სწორედ მამარდა ჩადგა. და მშვენივრადაც ითამაშა.
გიორგის ჰქონდა 6 სეივი, ერთი საკმაოდ რთული იყო და ერთიც “მკვდარ ბურთს” რომ ეძახიან ისეთი.
პირველ გაშვებულ გოლზე ალბათ შეიძლებოდა უკეთესი პოზიციის შერჩევა, მეორე ბურთი კი პენალტით გაუშვა. ორივე ბურთი ლევანდოვსკიმ გაუტანა, 11-მეტრიანი პირდაპირ ცხრიანში მოარტყა.
გიორგი შეფასებებით თავის გუნდში საუკეთესოა: Flashscore.com – 7.0; Sofascore.com – 7.1; Whoscored.com – 6.5.

ვალენსია – ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 დურო (44), 1:1 ლევანდოვსკი (45+5), 1:2 ლევანდოვსკი (49, პენ)
23 აგვისტოს „ვალენსია“ ვიგოში „სელტას“ შეხვდება.
ჯერჯერობით უცნობია გიორგი მომდევნო ტურში ისევ ლა ლიგაში ითამაშებს თუ პრემიერლიგაში.
GIPHY App Key not set. Please check settings