in

მამარდაშვილი მომავლის ნაწილია, ის მზადაა ყურადღების ცენტრში მოექცეს

„ალისონი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. თუმცა 24 წლის მამარდაშვილმა უკვე მოიპოვა მაღალი კლასის მეკარის რეპუტაცია, მან ეს „ვალენსიაში“ და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ნაკრებთან ერთად დაამტკიცა“, – აღნიშნა „ლივერპულის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, დევიდ ჯეიმსმა.

„მან ითამაშა დიდ ტურნირებსა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და შესანიშნავ შედეგებს მიაღწია.

მამარდაშვილი უნდა დაელოდოს თავის მომენტს, რადგან ის აუცილებლად მოვა – თასის თამაშები, სანაკრებო შესვენებები და დამქანცველი სეზონი ნიშნავს, რომ ეს შესაძლებლობები გაჩნდება.

„ლივერპულის“ გადაწყვეტილება, რომ ახლა, პირობების შეთანხმებიდან ერთი წლის შემდეგ დაიმატოს იგი, გრძელვადიან დაგეგმვაზე მიუთითებს. მამარდაშვილი შეიძლება აწმყოს ნაწილი არ იყოს, მაგრამ ის ნამდვილად მომავლის ნაწილია. ის უკვე მზადაა, ყურადღების ცენტრში მოექცეს“, – ამბობს „ლივერპულის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო კაუნასში ჩავიდა და იქ ივარჯიშა: ხვალ ლატვიასთან თამაშია

ქოჩორამ 5 წუთით და კინაღამ გოლით დაიწყო: სპორტინგმა მოიგო