in

მამარდაშვილი მზადაა ვალენსიაში დარჩეს… ერთი პირობით

Estadio Deportivo-ს ცნობით, “ლივერპული” მეკარე გიორგი მამარდაშვილის კიდევ ერთი სეზონით იჯარის წესით “ვალენსიაში” დატოვებას განიხილავს.

გამოცემა წერს, რომ მამარდაშვილს სათადარიგოთა შორის ყოფნა არ უნდა და თუ ალისონმა “ლივერპული” არ დატოვა, მზადაა “ვალენსიაში” დარჩეს, ოღონდ იმ პირობით, რომ გასამრჯელოს მოუმატებენ.

მამარდაშვილის წლიური ხელფასი “ღამურებში” 1.5 მილიონი ევროა და ის გუნდში მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, თუ ასეთივე თანხს აიღებს “წითლებში”, ეს ძალიან დაბალი გასამრჯელო იქნება და სიტუაცია თავად უნდა გაარკვიოს კლუბში.

მიმდინარე სეზონში გიორგიმ 26 მატჩში 6-ჯერ შეინახა კარი მშრალად, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 30 მილიონია.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებშია

ხვიჩა ოქროს ბურთის ათეულში შევიდა