in

მამარდაშვილი ლივერპულისთვის იდეალური შენაძენია

„ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ არნე სლოტის პირველი ტრანსფერი გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელიც „ენფილდზე“ მომავალ წელს გადავა და კლუბისთვის იდეალური ვარიანტია – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტმა, ანალიტიკოსმა დავიდ უებმა გამოცემა Mirror-თან განაცხადა.

„გიორგი იდეალურად შეეფერება „ლივერპულს“, რადგან გამორჩეული მეკარეა. თავის საჯარიმოში ყველაფრის ბატონ-პატრონია, ამასთან ძალიან სპორტული და ფიზიკურად ძლიერიცაა.

„ლივერპულის“ გულშემატკივრებმა შეიძლება ჯერ არ იციან, მაგრამ მისი ერთ-ერთი საუკეთესო თვისება, ძლიერი ხასიათია. ამავე დროს, ძალიან შრომისმოყვარეა და გადაწყვეტილი აქვს, საფეხბურთო მწვერვალზე ასვლა.

გიორგი „ვალენსიას“ საქართველოდან შეუერთდა და თავიდან სათადარიგო მეკარე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მალევე ძირითადი მეკარე გახდა და კლუბში ადგილი დაიმკვიდრა, რაც, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. ეს წარმატება დაკავშირებულია მის ხასიათთან და მენტალურ სიმტკიცესთან“. – განაცხადა დავით უებმა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს: გიორგი ამ დროს სახლში იყო და იარაღით დაემუქრნენ

არანაირი დაზიანება არ მიმიღია, მადლობა მხარდაჭერისთვის: მიქაუტაძემ ინსტაგრამზე განმარტება გააკეთა