in

მამარდაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ…

„მართლა ემზადება თუ არა ალისონ ბეკერი ზაფხულში „ლივერპულთან“ გამოსამშვიდობებლად?“ – ამ სათაურით გამოცემა Rousingthekop-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც „ენფილდზე“ გადასვლის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის შანსებზე ჟურნალისტმა ჯეიმს პირსმა ისაუბრა.

იანვრის სატრანსფერო ფანჯარამ „ლივერპულისთვის“ მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე ჩაიარა და ახლა გულშემატკივრებმა იციან, მინიმუმ, სეზონის ბოლომდე ვის უნდა დაეყრდნონ. ტრენტ ალექსანდრ-არნოლდისა და დარვინ ნუნიესის ზამთარში შესაძლო წასვლასთან დაკავშირებული შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა. მათი ტრანსფერის საკითხი ზაფხულში კვლავ აქტუალური გახდება და ისინი, სავარაუდოდ, გუნდს დატოვებენ.

კიდევ ერთი მოთამაშე, ვისი მომავალიც კლუბში განხილვის საკითხია, მეკარე ალისონ ბეკერია. პრემიერლიგის ბოლო ტურში „ბორნმუთთან“ ჩატარებული ბრწყინვალე თამაშის შემდეგ ბრაზილიელის ირგვლის შექმნილ სიტუაციასა და მომავალ სეზონში გუნდში გიორგი მამარდაშვილის მისვლასთან დაკავშრებით ჟურნალისტმა ჯეიმს პირსმა Walk On-ის პოდკასტში ისაუბრა.

„ალისონის სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით პირველად კითხვები ამ სეზონში გაჩნდა. 32 წლის მეკარე „ლივერპულში“ გამორჩეული იყო, მაგრამ გასული წლის დეკემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ დამაჯერებლად ვეღარ გამოიყურებოდა.

ალისონმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს „ლივერპულიდან“ წასვლა მის გეგმებში არ შედის და სურს, რომ კონტრაქტის ბოლომდე გუნდში დარჩეს. „ლივერპულის“ მხრიდან გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის გაფორმება ბრაზილიელი მეკარის მემკვიდრის მოძებნას უკავშირდებოდა, რადგან იციან, რომ ალისონი ბოლო ორი წლის განმავლობაში საუდის არაბეთის ლიგით დაინტერესდა და შეთავაზებებიც ჰქონდა. ალისონი არაბული კლუბებიდან სოლიდურ წინადადებას აუცილებლად მიიღებს და უარის თქმა გაუჭრდება, მაგრამ ჯერ ის „ლივერპულთან“ დამშვიდობებას არ აპირებს.

ბრაზილიელის წასვლა „ლივერპულის“ ქომაგებსაც არ გაუხარდებათ. მამარდაშვილის ტრანსფერი უდავოდ მისასალმებელია და მომავალზეა გათვლილი, მაგრამ მიმდინარე სეზონში ის „ვალენსიასთან“ ერთად ლა ლიგაში დასარჩენად ურთულეს სეზონს ატარებს. იმის ნაცვლად, რომ მისულიყო „ლივერპულში“ და ალისონი შეეცვალა, 24 წლის ფეხბურთელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალბათ ბრაზილიელისაგან რაღაცების სწავლა მოუწევს.

რთულია წინასწარმეტყველება, სეზონის ბოლოს საუდის არაბეთის კლუბები ბრაზილიელთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და რას შესთავაზებენ მას, მაგრამ ალისონს ჯერჯერობით მყარად აქვს გადაწყვეტილი „ლივერულში“ დარჩენა და, დიდი ალბათობით, მომავალი სეზონში სწორედ ის და მამარდაშვილი იქნებიან მერსისაიდული კლუბის მეკარეები“, – ამბობს ჟურნალისტი ჯეიმს პირსი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგას 17 წუთი, 4 ქულა და ისევ წაგება

ითამაშებს თუ არა ხვიჩა მონაკოსთან