in

მამარდაშვილი იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ ალისონი დაშავდება

„ლივერპულთან“ კონტრაქტის გაფორმებისას გიორგი მამარდაშვილმა იცოდა, რომ პირველი ნომერი მაინც ალისონ ბეკერი იქნებოდა, მაგრამ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკის იმედი ჰქონდა – ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Anfieldwatch წერს.

„როდესაც ქართველმა მეკარემ „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააფორმა, ალბათ იცოდა, რომ ძალიან რთული იქნებოდა ალისონ ბეკერის ადგილის დაკავება, რადგან ბრაზილიელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეა.

მამარდაშვილმა „წითლების“ რიგებში ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 9 შანსი სექტემბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე მიიღო, როდესაც ალისონი დაშავდა.

ქართველი ასევე შეიყვანეს სათასო შეხვედრებში „საუთჰემპტონის“ და „ბარნსლის“ წინააღმდეგ. ბევრი გულშემატკივარი ელოდა, რომ მამარდაშვილი „ბრაიტონის“ წინააღმდეგ ასოციაციის თასზე სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებდა, თუმცა ალისონმა ადგილი შეინარჩუნა. როგორც ჩანს, ქართველი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ ალისონი დაშავდება.

როდესაც „ლივერპულმა“ მამარდაშვილის ტრანსფერი (25 მილიონ ფუნტ სტერლინგი) გამოაცხადა, მეკარე თავის პოზიციაზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო და ბევრი მას ალისონის გრძელვადიან მემკვიდრედ მიიჩნევდა“.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მას 5-ჯერ დაუძახეს მაიმუნი: ვინისიუსის მორიგი რასისტული სკანდალი – რა მოხდა ლისაბონში

ხვიჩამ ანტირეკორდი დაამყარა და ტიერი ანრის გაუთანაბრდა