„ვალენსიას“ მწვრთნელმა რუბენ ბარახამ განაცხადა, რომ „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილის თაობაზე „ლოს ჩესთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწია.
„ლივერპული“ აპირებდა მის შეძენას და შემდეგ იჯარით „ბურნმუთში“ ერთი ან ორი წლით გაშვებას, რადგან მათი პირველი ნომერი ალისონ ბეკერია. მამარდაშვილი „ლივერპულთან“ კონტრაქტს ხელს მოაწერდა, სანამ უშუალოდ „ვალენსიიდან“ „ბორნმუთში“ იჯარით წავიდოდა.
თუმცა, „ვალენსიას“ მენეჯერმა რუბენ ბარახამ თქვა, რომ მამარდაშვილის და ასევე ხავი გუერას მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გადასვლაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მას ქართველ მეკარეზე კითხვა ორჯერ დაუსვეს.
„ხავი გუერა თითქმის დარწმუნებული იყო გადასვლაში, წასვლას აპირებდა და კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული ეგონა. არ ვიცი, გიორგიც იგივე ვითარებაში იყო თუ არა. მამარდაშვილის შესახებ უნდა ვთქვა, რომ მისი საკითხი ძალიან მარტივადაა – გიორგი კვლავ ჩვენი ფეხბურთელია და მის შესახებ ჯერ „ვალენსიისთვის“ ოფიციალურად არ მოუმართავთ. სანამ ახალი არაფერი მოხდება, ჰიპოთეზებზე საუბარს არ ვაპირებ. ის, მზადაა „ბარსელონასთან“ ითამაშოს.
საერთოდ, სატრანსფერო „ბაზარი“ გამოუცნობია და „ვალენსიას“ სიახლეებზე ჯერ ახალს ვერაფერს გეტყვით. სანამ „ბაზარი“ ღიაა, კლუბები ფეხბურთელებს ყიდულობენ, ტრანსფერებს ახორციელებენ. მე ორიენტირებული ვარ ხვალინდელ თამაშზე, გიორგი კი ჩვენთანაა. მე არ შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა“, – ამბობს რუბენ ბარახა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, „ლივერპულმა“ მამარდაშვილის თაობაზე ესპანელებს 35 მილიონი ევრო შესთავაზა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings