in

მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურშია

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა საუცხოოდ წარმოაჩინა თავი ევრო 2024-ზე. მან უმაღლესი შეფასებები მიიღო ჯგუფური ეტაპის თამაშებში. აჩვენა ევროს ისტორიაში ერთ-ერთი შედეგი – 29 სეივი, რაც ამ ტურნირზე საუკეთესოა.
WhoScored-მა საშუალო ქულები დაითვალა და მამარდაშვილი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა:

„ბრწყინვალე თამაშით ქართველმა მეკარემ ჩვენი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიკავა ადგილი. 23 წლის მეკარე ჩეხეთთან შესანიშნავი თამაშით საუკეთესო შეფასებების მხრივ საერთო რეიტინგში 9.25 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა“.

აი ევრო 2024-ის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ადგილი არ მოიძებნა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელისთვის, როდრისთვის.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, 7.76)

მცველები: იოზუა კიმიხი (გერმანია, 7.45), იაკა ბიოლი (სლოვენია, 7.33), პეპე (პორტუგალია, 7.33), ნუნუ მენდეში (პორტუგალია, 7.51)

ნახევარმცველები: ფაბიან რუისი (ესპანეთი, 7.56), დანი ოლმო (ესპანეთი, 7.72), ჯამალ მუსიალა (7.51)

თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ესპანეთი, 7.61), კოდი გაკპო (ნიდერლანდები, 7.59), ნიკო უილიამსი (ესპანეთი, 7.39)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ორი მატჩი ევრო 2024-ის ათ საუკეთესოშია

კოპა ამერიკის სიმბოლური: მესი არის