in

მამარდაშვილი და ნიუკასლი არ გამოდის, არც მიქაუტაძე და ვესტ ჰემი

ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მამარდაშვილი “ნიუკასლში” არ გადავა. Geordiebootboys.com გარიგების ჩაშლაში “ჯორდებს” ადანაშაულებს. საქმე ის არის, რომ “სენტ ჯეიმს პარკზე” ეძვირათ “ვალენსიას” მიერ მოთხოვნილი 40 მილიონი ევრო.

წერილის ავტორი გაკვირვებულია, რადგან მიაჩნია, რომ ამ ტრანსფერით “ნიუკასლი” დაახლოებით 10 წლით გადაწყვეტდა მეკარის პრობლემას. მაგრამ მხოლოდ ფასში არ არის საქმე – როგორც აღმოჩნდა, “კაჭკაჭები” არ იყვნენ მზად, მამარდაშვილისთვის უპირობოდ მიეცათ “პირველი ნომრის” სტატუსი, რასაც თავად საქართველოს ნაკრების 23 წლის მეკარე ითხოვდა.

სწორედ ამ მიზეზით, გიორგიმ ამ ეტაპზე გამორიცხა “ბაიერნში” გადასვლა და ხაზი გაუსვა, რომ “მიუნხენელებს ჰყავთ ამ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე”.

მამარდაშვილის პრინციპულობა მოსაწონია და ეს არის აბსოლუტურად სწორი მიდგომა – ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს, რომლის შესაძლებლობებსაც მანამდეც კარგად იცნობდნენ, დიახაც, მხოლოდ პირველმეკარეობაზე უნდა ჰქონდეს პრეტენზია.

აქვე ისმის კითხვა გიორგის მომავალზე. ზოგადად, მეკარეების ტრანსფერი ყოველთვის რთულად ხდება იმიტომ, რომ სპეციფიკური პოზიციაა. რა თქმა უნდა, მისთვის უკეთესი კლუბი გვემეტება, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ კვლავ “ვალენსიაში” მოუწია დარჩენამ, ამან მის ხასიათზე არ უნდა იმოქმედოს და მისი მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, არც იმოქმედებს.

“ვალენსია” არის კლუბი, სადაც მას ყველანაირი პირობა შეუქმნეს იმ პროგრესისთვის, რაშიც დღეს მთელი ევროპა დარწმუნდა. ამიტომ, ის ყველაფერს გააკეთებს ამ კლუბისთვის მანამ, ვიდრე მისი მეკარე იქნება და მოთმინებით დაელოდება უკეთეს შანსს. შანსი კი აუცილებლად იქნება!..

“ვესტ ჰემი” ერთი-ერთი წონადი კანდიდატი იყო, რომელიც სერიოზულად ინტერესდებოდა გიორგი მიქაუტაძის შეძენით. “ჩაქუჩებმა” 20 მილიონი ევროც შესთავაზეს (როცა ფრანგული კლუბი სულ მცირე 17 მილიონს ითხოვს) “მეცს”, მაგრამ…

აღმოჩნდა, რომ ეს ტრანსფერი არ გამოვა. როგორც Le10sport წერს, მიზეზი თავად მიქაუტაძეა – საქართველოს ნაკრების ფორვარდსა და ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს ევროტურნირებზე თამაში სურს.

შესაბამისად, მიქაუტაძე ისეთ კლუბში გადავა, სადაც ევროთასებზე თამაშის პერსპექტივა ექნება. აქედან გამომდინარე, რჩება ორი რეალური ვარიანტი – “მონაკო” და “რომა”. წესით, ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს…

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მას სენტ ეტიენში შეიყვარებენ… სანიოლი ზურიკოზე

ხვიჩა პსჟ-ის თილისმად იქცევა და ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებ